საჯარო ლექცია - „ნეთვორქინგის ხელოვნება და საკუთარი თავის ეფექტური პრეზენტაცია“
6 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, კურსდამთავრებულებთან უწყვეტი პარტნიორობის სტრატეგიის ფარგლებში, უმასპინძლა შეხვედრას მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთან, მაკა ნაცვლიშვილთან. საჯარო ლექცია, რომელიც თემატიკას - „ნეთვორქინგის ხელოვნება და საკუთარი თავის ეფექტური პრეზენტაცია“ - მიეძღვნა, მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაზიარებასა და პროფესიული კავშირების მნიშვნელობის დემონსტრირებას.
ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, მამუკა თორიამ გახსნეს. მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს კურსდამთავრებულთა გამოცდილების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და მათ ადაპტაციას თანამედროვე შრომის ბაზარზე.
მთავარმა მომხსენებელმა, მაკა ნაცვლიშვილმა, სტუდენტებს საკუთარი მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ იგი გახლავთ კომპანია „ბიზნეს შოპის“ დამფუძნებელი და დირექტორი, EurAsia Gulf Georgia-ის გენერალური მენეჯერი და Central Asia & Caucasus Advisory Board-ის თავმჯდომარის მოადგილე. მისი კარიერული პორტფოლიო ასევე მოიცავს ხელმძღვანელ პოზიციებს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებში, როგორიცაა სს „აბდ ენდ კო“, „ემბავუდ ჯორჯია“, „კავკასენერგო“ და საქართველო და აზია-აფრიკის ბიზნეს პალატა.
თხრობისას მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პროექტების მართვის, საინვესტიციო თანამშრომლობებისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის 15-წლიან პრაქტიკაზე. მან სტუდენტებს დეტალურად განუმარტა საერთაშორისო ტენდერებისა და რეგულაციური პროცესების სპეციფიკა, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური შესაბამისობის სტანდარტების მნიშვნელობა თანამედროვე მენეჯმენტში. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ნეთვორქინგის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ.
სხვა სიახლეები
აპრილი 08, 2026
03:00 PM
სალომე წულეისკირის წარმატებული გერმანული პრაქტიკის ისტორია
სალომე წულეისკირი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, მედიცინის პროგრამა;
აპრილი 08, 2026
02:00 PM
ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში
8 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში“.
აპრილი 08, 2026
02:00 PM
სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ (Step by Step)“-ის ორგანიზებით, გაიმართა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ხელოვნება ბარიერების გარეშე“.




