საერთაშორისო გამომცემლობა Elsevier-ის ვებინარი
11 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომელთა მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ ვებინარი თემაზე: „Elsevier-ის პროფესიული ინსტრუმენტები, სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობის ახალი შესაძლებლობები და ინფორმაციის ეფექტური ძიების ძირითადი პრინციპები Scopus-სა და ScienceDirect-ში“.
ინგლისურენოვანი ვებინარის მომხსენებელმა მაქსიმ ფილატოვმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების სტუდენტებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გააცნო სამეცნიერო ბაზების (ScienceDirect; Scopus) ეფექტური გამოყენების საკითხები, ასევე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები, სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობის პროფესიონალური ინსტრუმენტები, ინფორმაციის ეფექტური ძიების ძირითადი პრინციპები Scopus-სა და ScienceDirect-ში, ასევე განიხილა სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიცინო ინფორმაციასთან მუშაობის ახალი შესაძლებლობები, ძებნის წესები ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში, მუშაობისა და ძიების საფუძვლები Scopus-სა და ScienceDirect-ში, ძიებისას Elsevier Information Resources-ის გამოყენების მნიშვნელობა, შეადარა ერთმანეთს Scopus და ScienceDirect. ყურადღება გაამახვილა მეცნიერისთვის Scopus სასარგებლო თვისებებზე და კვლევის პარტნიორის მოძიებაზე.
მაქსიმ ფილატოვმა (Filatov Maxim Mikhailovich - Key Information Solutions Consultant at Elsevier ) და Elsevier-მა ვებინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.



