• dateნოემბერი 07, 2019
    time07:00 PM

    „მოყევი შენი ფილმი“ - ინტელექტკლუბის ახალი პროექტი კსუ-ში

    banner

    7 ნოემბერს, ინტელექტკლუბის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი პროექტი დაიწყო - „მოყევი შენი ფილმი“, რომელიც ითვალისწინებს ერთი ფილმის ან რეჟისორის შემოქმედების მიმოხილვას.

    პირველ ღონისძიებაზე მოდერატორებმა ისაუბრეს ქართული ფილმების შესახებ. პირველი ნაწილი კსუ-ს ინტელექტკლუბის წევრს თამუნა ჩაჩხიანს დაეთმო, რომელმაც გიორგი შენგელაიას შემოქმედებაზე და ფილმ „შერეკილებზე“ ისაუბრა, როგორც თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილზე, მეორე ნაწილში კი ინტელექტკლუბის პრეზიდენტმა ბაკურ ხუბულავამ ფილმი „ფესვები“ მიმოიხილა, როგორც ქართული სულისა და ხასიათის გამოვლინება.

    ღონისძიების დასასრულს დისკუსია და სახალისო ვიქტორინა გაიმართა, გამარჯვებულები კი წიგნებით დასაჩუქრდნენ.

    სხვა სიახლეები