რექტორის მრჩეველ გიორგი ფარეშიშვილის ვიზიტი სტამბოლში

12 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ქალაქ სტამბოლში მან საქმიანი შეხვედრა გამართა „მემორიალის“ კლინიკების ქსელის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერთან, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელ ქეთევან მალაყმაძესთან და ბიზნესის განვითარების სუპერვაიზორ სოფიო ბედინაძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ორგანიზაციას შორის უკვე არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე პროექტები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, მათ დასახეს მნიშვნელოვანი აქტივობები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრისას მხარეები კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება მედიცინის სფეროსადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მოწყობა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის „მემორიალის“ წამყვანი სპეციალისტები თურქეთში სპეციალურ მასტერკლასებს ჩაატარებენ.
სხვა სიახლეები
მაისი 18, 2026
02:30 PM
ჩოხატაურში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩოხატაურში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და უმაღლესი განათლების იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც მათ ქართული საგანმანათლებლო სივრცე სთავაზობს.
მაისი 18, 2026
02:00 PM
CIU აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს, რომელსაც 18-19 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.