• dateმარტი 24, 2016
    time08:00 AM

    საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები

    საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია და  სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები

    მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge).

    რეგისტრაცია წარმოებს 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე.

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

    იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი ვებგვერდი. 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2016–2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე - იხილეთ თანდართული ფაილი.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები, ჩარიცხვა და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის ტიპის პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობა:

    1.  სამართლის სამაგისტრო პროგრამა:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : C;

    მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;

    შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.

    2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამა:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის  ტესტის ტიპი: A;

    მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;

    შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.

    3. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის  სამაგისტრო პროგრამა:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : A;

    მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

    შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.

    4. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B;

    შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.

    5. საერთაშორისო მარკეტინგის  სამაგისტრო პროგრამა:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B;

    მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

    შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.

    სხვა სიახლეები