• dateივლისი 30, 2020
    time05:54 PM

    სტუდენტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე რეგისტრაცია

    banner

    კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში 12 ნოენბერს.
    განახლებული თარიღები:

    ♦ 15.09.2020 - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;

    ♦ 30.09.2020 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;

    ♦ 10.10.2020 - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა.


    სექციები:

    • ბიზნესი
    • მედიცინა
    • მევენახეობა-მეღვინეობა
    • ჟურნალისტიკა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • სამართალი
    • ირანისტიკა
    • მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეებისთვის)

    სამუშაო ენები:

    • ქართული
    • ინგლისური

    მოთხოვნები:

    • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
    • მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
    • სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
    • კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;

    თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

    • თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
    • შრიფტი: ქართული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
    • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
    • ინტერვალი - 1,5;
    • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

    რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს - shorturl.at/tEHU7


     

    სხვა სიახლეები