„რა? სად? როდის?“ შემოდგომის სეზონის ფინალი კსუ-ში
21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა „რა? სად? როდის?“ შიდა ჩემპიონატის შემოდგომის სეზონის ფინალს უმასპინძლა. 3 ტურის შედეგად, მეოთხე გადამწყვეტ ფინალურ ტურში 11 გუნდი მონაწილეობდა, სადაც გუნდებმა სამ რაუნდში 36 შეკითხვას უპასუხეს (შავი ყუთი, ბლიცი, სუპერბლიცი, სტუმრის რაუნდი, წამყვანის რაუნდი).
ფინალურ თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ „შუნგიტ ჯორჯიას“ დირექტორი - არჩილ გოგრიჭიანი, „წიგნები ბათუმში“ წარმომადგენელი - ნიკოლოზ ჭურაძე, გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე. სტუმრებმა გუნდებს თამაშის განმავლობაში რამდენიმე კითხვა დაუსვეს, 4 ტურის შედეგებით კი საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ბრაჰმანების კასტა (კაპიტანი - მარიტა შეშელიძე); 2. ნიკე (კაპიტანი - ნანა კორტავა); 3 ადგილი - ჯოკონდა. თამაშზე ასევე ჩემპიონატის საუკეთესო ფაკულტეტად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დასახელდა, საუკეთესო მოაზროვნედ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი - მარიტა შეშელიძე (ბრაჰმანების კასტა), საუკეთესო კაპიტნად კი გიორგი ჭაავა (შილდი).
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვა „წიგნები ბათუმში“ წარმომადგენელმა. ასევე, „შუნგიტ ჯორჯიამ“ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საკუთარი პროდუქცია გადასცა, გამარჯვებული გუნდი კი გაზაფხულზე, რაჭაში ორდღიანი ტურით დააჯილდოვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბისგან გამარჯვებულებს ფულადი პრიზები 500, 300 და 200 ლარი, ასევე თასები, სუვენირული ბუები და სერტიფიკატები გადაეცათ. საუკეთესო კაპიტანი და მოაზროვნე წიგნებით, ბუებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, კსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ და უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურმა კი გამარჯვებულებს საახალწლო ფართის ბილეთები გადასცა.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.