საჯარო ლექცია ჯანმრთელობისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებზე
19 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ჯანმრთელობისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.
საჯარო ლექციის მომხსენებლები იყვნენ: ია გორგილაძე - ექიმი, პედიატრი, ფიზიოთერაპევტი, ატლასსპეციალისტი და ნუტრიციოლოგი; თამარ ხარაიშვილი - ოჯახის ექიმი, კლინიკა „კურაციოს“ წარმომადგენელი, საქართველოს რესპირატორული ასოციაციისა და საქართველოს კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი.
ია გორგილაძემ ისაუბრა კისრის პირველი მალის - ატლასის მნიშვნელობაზე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფორმირებასა და ხერხემლის პათოლოგიების განვითარებაში. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კისრის პირველი მალის დეფორმაციების კავშირზე ხერხემლისა და განსაკუთრებით ყბა-სახის მიდამოს პათოლოგიებთან, ასევე მკურნალობის უნიკალური შვეიცარიული მოდელის მნიშვნელობაზე ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ორთოდონტიული მართვის პროცესში. განხილულ იქნა პაციენტებისა და სტომატოლოგებისთვის გასათვალისწინებელი საკითხები, მათ შორის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანებასთან ასოცირებული პათოლოგიები და ნუტრიციოლოგიური მხარდაჭერის როლი მკურნალობის პროცესში.
თამარ ხარაიშვილმა ისაუბრა კრონის დაავადებაზე, პირის ღრუში მის გამოვლინებასა და თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მართვის მიდგომებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაავადების კლინიკურ თავისებურებებსა და დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექცია მედიცინის ფაკულტეტის ყველა მიმართულების სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის იყო განკუთვნილი.
სხვა სიახლეები
ივნისი 22, 2026
10:20 AM
CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ERIC-GE პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს წვდომა მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაზე - Web of Science.
ივნისი 22, 2026
10:00 AM
კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება: იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 23 იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
ივნისი 22, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა სწავლის სფერო - მედიცინა საბაზისო მედიცინა





