• dateმარტი 11, 2026
    time11:30 AM

    ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძის საჯარო ლექცია

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტის, ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „წარმატების ალგორითმი“. 

    მან შეხვედრა წარმატების, როგორც თანმიმდევრული და გაცნობიერებული პროცესის განხილვას დაუთმო. სპიკერმა დეტალურად ისაუბრა პიროვნული რესურსების აღმოჩენის, შინაგანი ბალანსის შენარჩუნებისა და მოტივაციის როლზე. ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიზნების ფორმირებისა და მათი განხორციელების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. „წარსული უკვე წასულია, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ცხოვრება არის აქ და ახლა. დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. გვქონდეს მიზანი, იმედი, მივდიოდეთ ამ მიზნისკენ, ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და გამოვიყენოთ წარსული გამოცდილება“, - აღნიშნა ლალი ბადრიძემ. 

    შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ მართონ საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კარიერული განვითარების გზაზე და როგორ აქციონ დასახული მიზნები რეალობად.

    ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ ინასარიძემ გახსნა. აუდიტორიას მიესალმა ასევე უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი, გურამ ლილუაშვილი.

    შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთულ შეხვედრას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. 
     

    სხვა სიახლეები