• dateივლისი 29, 2026
    time01:00 PM

    გიორგი ჯინჭარაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ჯინჭარაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზი“.

    ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ეპიფანე (ედიშერ) გვენეტაძე და ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი.

    ოფიციალური ექსპერტები:

    ვაჟა გურგენიძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;

    მაია კაპანაძე - ისტორიის დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯინჭარაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

    სხვა სიახლეები