• dateაპრილი 04, 2022
    time02:18 PM

    პროექტის მართვა

    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ტრენინგკურსზე - „პროექტის მართვა“. კურსი გათვალისწინებულია პროექტების მართვით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, მენეჯერებისთვის, პროექტის მენეჯერებისა და კოორდინატორებისთვის.

    კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები პროექტის სრული ციკლის მართვის შესახებ და შეძლებს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას პრაქტიკაში.

    თითოეული შეხვედრა დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, სადაც გათვალისწინებულია ქეისებისა და სავარჯიშოების ჯგუფურად გაკეთება.

    ტრენინგში სრულად ინტეგრირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდი.

    ტრენინგკურსი აგებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით: PMBOK 7th, Project Management Body of Knowledge, by Project Management Institute (PMI); მიუყვება ISO 21500:2012, Guidance on Project Management და IPMA ICB 4.0.

     

    წინაპირობა: კურსზე დასწრებას წინაპირობა არ გააჩნია.

    პროგრამული უზრუნველყოფა: ტრენინგ კურსის ფარგლებში შესაძლებელია რიგი საკითხების სწავლება MS Project 2016/19 პროგრამულ უზრუნველყოფაში.

    ტრენინგის ფორმატი: დასწრებული, აუდიტორია 101.

     

    ტრენერი: ნინო გორგაძე

    PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) საერთაშორისო სერტიფიცირების მფლობელი.

     

    MBA, PhD კანდიდატი, მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტში. პროექტების მენეჯმენტის ტრენერი 4 წლიანი გამოცდილებით.

    გენერალური მენეჯერი 6 წლიანი გამოცდილებით. პროექტების მენეჯერი 16 წლიანი გამოცდილებით დიდი, კომპლექსური, საერთაშორისო და ლოკალური პროექტების მენეჯმენტში როგორც საერთაშორისო, არასამთავრობო, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორებში.

    ამჟამად ხელმძღვანელობს „მენეჯმენტის ცენტრს“ და „საერთაშორისო პროექტების მართვის ასოციაცია საქართველოს“ წარმომადგენლობას (IPMA GEORGIA).

     

    სრული პროფილი: https://www.linkedin.com/in/nino-gorgadze-pmp-7370b36/

     

    ტრენინგის შინაარსი

    1 მოდული: შესავალი და პროექტის დასაწყისი

    • პროექტის მართვის არსი და ძირითადი განმარტებები
    • ყველაზე გამოყენებადი მეთოდები და მეთოდოლოგიები
    • პროექტის მენეჯერი, მისი როლი და ცოდნის სამკუთხედი
    • პროექტის შეზღუდვები
    • პროექტის სასიცოცხლო ციკლი
    • პროექტის ინიცირება
    • პროექტის წესდების და საჭიროებათა დოკუმენტის მომზადება (Project Charter/PID)
    • პრაქტიკული - პროექტის ინიცირების დოკუმენტის მომზადება

     

    2 მოდული: პროექტის კომუნიკაციის და სტეიკჰოლდერების მართვა

    • სტეიკჰოლდერების იდენტიფიკაცია, რეესტრის შედგენა და პრიორიტეტიზაცია
    • სტეიკჰოლდერების მართვის სტრატეგიების განსაზღვრა
    • კომუნიკაციის საბაზისო მოდელი
    • კომუნიკაციის გეგმის შედგენა
    • პრაქტიკული: სტეიკჰოლდერების რეესტრი, პრიორიტეტიზაცია და მეპინგი

     

    3 მოდული: პროექტის შინაარსის მართვა და WBS შედგენა

    • პროექტის შინაარსი (Scope)
    • პროექტის შინაარსის განაცხადი
    • პროექტის სამუშაოთა დანაწილების სტრუქტურა (WBS)
    • პრაქტიკული - WBS მომზადება

     

    4 მოდული: პროექტის განრიგის შედგენა

    • პროექტის დროის მენეჯმენტი
    • ქსელური დიაგრამა
    • განტის დიაგრამა (Gantt Chart)
    • პრაქტიკული - განტის დიაგრამა (Gantt Chart)

    შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში

     

    5 მოდული: პროექტის რესურსების განსაზღვრა და ხარჯების მართვა

    • პროექტის რესურსების განსაზღვრა და შეფასების მეთოდები
    • პროექტის ხარჯის განსაზღვრა დროში
    • ხარჯის ბაზისი
    • პროექტის ბიუჯეტის შედგენა
    • პრაქტიკული - რესურსების ალოკაცია და ბიუჯეტის შედგენა

    შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში

     

    6 მოდული: პროექტის რისკების მართვა

    • პროექტის რისკები და მათი ტიპები
    • რისკების რეესტრის შედგენა
    • რისკების შეფასება და პრიორიტეტიზაცია
    • რისკებზე რეაგირების სტრატეგიის შედგენა
    • რისკების მართვის მატრიცა
    • პრაქტიკული: რისკების მართვის მატრიცის შედგენა

     

    7 მოდული: იმპლემენტაცია, მონიტორინგი და კონტროლი, პროექტის დახურვა

    • მონიტორინგის და კონტროლის არსი და მეთოდები
    • თრექინგი
    • სტატუს რეპორტების მომზადება
    • ცვლილებების მართვა
    • პროექტის დახურვა (ჩეკლისტები და ჩეკშიტები)
    • პრაქტიკული: მონიტორინგის და კონტროლის განხორციელება.

    შენიშვნა: აღნიშნული მოდული ისწავლება MS Project 2016/19-ში

     

    ტრენინგის დეტალები:

    ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საათი (სულ 7 მოდული; თითოეული მოდულის ხანგრძლივობა-3 საათი)

    თარიღები: 17, 19, 24, 31 მაისი და 2, 7, 9 ივნისი - (19:00 – 22:00 სთ)

    სასწავლო მასალები: მონაწილეებს გადაეცემათ პროექტის მართვისთვის საჭირო გეგმების პრაქტიკული ნიმუშები და საჭირო თეორიული კონტენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    ღირებულება - 570 ლარი

     

    პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

    1. CIU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის - 10%
    2. კურსზე ოჯახის წევრების ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10 %
    3. CIU-ს ტრენინგკურსების კურსდამთავრებულთათვის ყოველ მომდევნო ტრენინგზე - 15%
    4. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილისთვის - 15%.

    (ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის/კომპანიის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში).

     

    გაიცემა ტრენინგ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!

     

    რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: forms.gle

    რეგისტრაციის ბოლო ვადა - 13 მაისი 

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.

     

    ტრენინგცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს

    სხვა სიახლეები