გადაცემათა ციკლის - ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად - პრეზენტაცია სამეგრელოში

სასწავლო-შემეცნებით, დოკუმენტურ ფილმებს „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ პედაგოგები სამეგრელოს მხარის სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებისას გამოიყენებენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართეს.
„ქართლის ცხოვრება მარიამ ლორქიფანიძესთან ერთად“ თექვსმეტი სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმისგან შედგება. ციკლში საქართველოს ისტორიის ეტაპები და საუკუნეების მანძილზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან მიმართებაშია განხილული და გააზრებული.
პრეზენტაციას სამეგრელოს სხვადასხვა მხარის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა სამეგრელოს სკოლებს საჩუქრად სასწავლო-შემეცნებითი ფილმების სერია „რუსთველის სამყარო თამაზ კვაჭანტირაძე“ გადასცა. საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული მულტიმედიური რესურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე გამოიყენონ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი განაგრძობს საქართველოს რეგიონებში სტუმრობას. ამჯერად, დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია კახეთისა და იმერეთის მხარეებში გაიმართება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.