საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია
11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პოლონელთა კვალდაკვალ თბილისში“ (Following the Footsteps of Poles in Tbilisi - a City Game) პრეზენტაცია მოეწყო.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტისა (პოლონეთი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით, პოლონეთის ეროვნული აკადემიური გაცვლის სააგენტოს (NAWA) პროგრამის მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანი იყო პოლონური ენის პოპულარიზაცია, პოლონურ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიებაზე პროექტი ერთობლივად წარადგინეს ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ასოცირებულმა პროფესორმა ლიდია რომანიშინ-ზიომეკმა, პროფესორმა მარია კუბიცამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლონური ენის ლექტორმა რეგინა ვოიტონმა (NAWA).
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება დეტალურად გაეცნო პროექტის მთავარ იდეასა და მის ინოვაციურ საგანმანათლებლო ფორმატს. „პოლონელთა კვალდაკვალ თბილისში“ გემიფიკაციის თანამედროვე მეთოდზე დაფუძნებული თამაშია. ეს მიდგომა სასწავლო პროცესს უფრო ინტერაქტიულს, პრაქტიკულსა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულს ხდიდა, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს პოლონური ენის სწავლებას, თბილისის ისტორიული სივრცის კვლევასა და პოლონურ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენას.
პროექტის ფარგლებში მომზადებულა სპეციალური გამოცემები: საინფორმაციო ბუკლეტი - „პოლონური კვალი თბილისში“; საგანმანათლებლო გზამკვლევი - „გემიფიკაცია ენის სწავლებაში“.
ეს ნაშრომები ხელს უწყობდა როგორც პოლონური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ისე უცხო ენების სწავლების თანამედროვე მიდგომების გავრცელებას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქალაქური თამაში ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ითამაშოს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ არჩიონ სირთულის სასურველი დონე, გაიარონ მარშრუტი თბილისის ისტორიულ უბნებში და სახალისო, სათამაშო ფორმატში აღმოაჩინონ პოლონურ-ქართული ურთიერთობების საინტერესო ფაქტები.
დეტალური ინფორმაცია და თამაში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://ubb.edu.pl/…/sladami-polakow-w-tbilisi-gra-miejska…
https://www.youtube.com/watch?v=Bv6essDEinI
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა პოლონურ-ქართული აკადემიური თანამშრომლობის, კულტურული დიალოგისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობა.
სხვა სიახლეები
ივნისი 16, 2026
01:00 PM
სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე
12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: „სტომატოლოგიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური თანამშრომლობა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოდელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის“.
ივნისი 16, 2026
09:00 AM
CIU-ში GMT Student Lab-ის პრეზენტაცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „GMT Student Lab“- ის პრეზენტაცია გაიმართა.
ივნისი 15, 2026
02:00 PM
აკადემიური კეთილსინდისიერება და Turnitin
8-12 ივნისს, უნივერსიტეტში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობენ, პლაგიატისა და პროგრამა Turnitin-ის შესახებ საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრების ციკლი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.




