პირველკურსელთა რეგისტრაცია

იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორადი ჩარიცხვის შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით, 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით (10:00 დან 17:00 საათამდე), გარდა 27 სექტემბრისა
(კვირა).
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 414, ჩარგლის ქუჩა N73.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა.
სემესტრული გადასახადი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შეადგენს:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
● ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
● კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“