• dateდეკემბერი 08, 2025
    time01:15 PM

    პანელური დისკუსია

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“.

    შეხვედრას ფაკულტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი თეა კასრაძე უძღვებოდა.

    დისკუსიის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას.

    დისკუსიის ფარგლებში განიხილეს მწვანე ფინანსების მნიშვნელოვან როლი მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების გადაჭრაში. პროფესორმა თეა კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო კავკასიის რეგიონის და თურქეთის მაგალითზე, 2019- 2023 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. 

    აღნიშნული კვლევა 2025 წლის 1 ივლისს წარდგენილი იქნა თურქეთის ქალაქ იზმირში, იაშარის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ISCMEE 2025 – „მდგრადი, ცირკულარული მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის“ ფარგლებში.
     

    სხვა სიახლეები