ასმათ წერეთლის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
8 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ასმათ წერეთლის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „კულტურის საკითხების გაშუქების მოდელები ქართულსა და ამერიკულ ბეჭდურ მედიაში (ჟურნალები -„თეატრი“, „არილი“, „Art in America“, „ARTFORUM“-2019- 2023 წლები)”.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა თხილავა, ოფიციალური რეცენზენტები კი - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი და მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინგა შამილიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასმათ წერეთელს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 09, 2025
01:15 PM
იოსებ ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2025 წლის 22 დეკემბერს, 15: 00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ იოსებ ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: გეოსტრატეგიული ინდიკატორების გავლენა აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ფორმირებაზე (უკრაინისა და ჩინეთის შემთხვევების მაგალითზე).
დეკემბერი 09, 2025
11:00 AM
საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“
8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
დეკემბერი 08, 2025
01:15 PM
პანელური დისკუსია
8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“.













