• dateოქტომბერი 08, 2025
    time01:00 PM

    განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

    banner

    ვიწრო სფერო - ენები
    სწავლის სფერო -  ქართული ფილოლოგია
    პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
    სწავლის სფერო - მედიცინა

    საბაზისო მედიცინა
    ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    კლინიკური მედიცინა
    პროფესორის ( ბავშვთა ნევროლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
    პროფესორის ( რადილოგია)  აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
    პროფესორის ( ფსიქიატრია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
    ასოცირებული პროფესორის ( დერმატო-ვენეროლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
    ასისტენტ პროფესორის ( დერმატო-ვენეროლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
    ასისტენტ პროფესორის ( კარდიოლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
    სწავლის სფერო - სტომატოლოგია
    ასისტენტ პროფესორის (ორთოდონტია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
    ასისტენტ პროფესორის (ორთოპედიული სტომატოლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
    ასისტენტ პროფესორის (თერაპიული სტომატოლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
    ასისტენტ პროფესორის (ქირურგიული სტომატოლოგია - ინპლანტოლოგია) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    კონკურსი ცხადდება 2025  წლის 08 ოქტომბერს.

    აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2025 წლის  10 ნოემბრიდან 2025 წლის  
    12 ნოემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
    დოკუმენტები:
    •    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
    •    ავტობიოგრაფია (CV);
    •    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    •    ერთი ფოტოსურათი;
    •    კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;
    •    უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
    •    სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;  
    •    ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
    •    საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და  თრენინგებში მონაწილეობა);
    •    სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
    •    ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
        
      პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:
    •    დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
    •    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
    •    ბოლო 5 წლის განმავლობაში დადასტურებული, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც ასახული იქნება რეიტინგულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (ლინკების მითითება სავალდებულოა);
    •    ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში,  სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
    •    არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო  სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
    •    იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს; 
    •    საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
    •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება დოქტორანტების ხელმძღვანელობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
    •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ  სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
    •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

    ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

    დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
     უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
    ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
     ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
        •    იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში
        •    საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება
        •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს
        •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება

    ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
        •    დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
        •    ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სფეროში/დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა
    (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები)
        •    ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა
    (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება მონაწილეობის გამოცდილება, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები)
        •    იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში
        •    საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება
        •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს
        •    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება

    პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
        •    შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც:
        •    აქვს სამეცნიერო‑პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება
        •    შრომები შესაბამის სფეროში
        •    მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში
        •    არის შესაბამისი სფეროს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი
        •    წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს

    კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
    1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); 
    2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

    კონკურსის პირობები: 
    საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
    ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

    კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2025 წლის
    13 ნოემბერს.
    კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2025 წლის 14 ნოემბერს.

    შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.

    კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
    ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701 
    ტელ.:  (+995 32) 2 022115
    (+995 32) 2 611298
    (+995 32) 2 945992

     

    სხვა სიახლეები