ონლაინ ტრენინგი Turnitin-ის პროგრამასთან დაკავშირებით

27 დეკემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „მსგავსების ამომცნობი ელექტრონული პროგრამა Turnitin-ის ინტეგრირება სწავლის პროცესში", რომელიც Turnitin-ის პროფესიული და საგანმანათლებლო მომსახურების კონსულტანტმა Yasemin Arşın-მა წარადგინა.
ტრენინგზე აკადემიურ პერსონალს განემარტათ - რა არის პლაგიატი, რა შესაძლებლობებს იძლევა Turnitin-ის ელექტრონული პროგრამა, რა მიზნით შეიძინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აღნიშნული პროგრამის გამოყენების ნებართვა, როგორ შეეძლებათ სტუდენტებსა და პროფესორებს მისი გამოყენება. განიხილეს პლაგიატის ამომცნობი პროგრამის - Turnitin.com-ის გამოყენების უპირატესობები და მახასიათებლები. ტრენინგზე ასევე დეტალურად განიხილეს ის ტექნიკური საკითხები და ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რაც აუცილებელია აღნიშნული პროგრამის სწავლების პროცესში ინტეგრირებისთვის.
მოგახსენებთ, რომ 2023 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას Turnitin-თან, რომელიც არის ორიგინალობის შემოწმებისა და პლაგიატის პრევენციის სერვისი და ამოწმებს ნაშრომებს არასწორ ციტირებაზე, კოპირებაზე, ხოლო შემოწმებულ ნაშრომს ინახავს Turnitin-ის საცავში, რომელის მონაცემთა ბაზა ძალიან დიდი და მზარდია, შეიცავს უამრავ წიგნს, ჟურნალის სტატიებსა და კონფერენციის მასალებს.
Turnitin-ის უპირატესობებია: მოქმედებს როგორც შემაკავებელი საშუალება პლაგიატის წინააღმდეგ, გვეხმარება პლაგიატის შემთხვევების იდენტიფიცირებაში და სტუდენტებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ და გამოასწორონ პლაგიატის შესაძლო შემთხვევები საკუთარ ნაშრომში და გააუმჯობესონ აკადემიური წერა. ონლაინ ტრენინგს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, რომლებმაც პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ტრენინგი გაიმართა ბიბლიოთეკისა და ციფრული სერვისების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, თარგმნა კი უზრუნველყო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორმა, სვეტლანა კირაკოსიანმა.
სხვა სიახლეები
ივლისი 14, 2026
02:00 PM
„AI და მდგრადი განვითარების გამოწვევები“ - საჯარო ლექცია
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვავითარებთ ეკონომიკას. თუმცა, ამ სწრაფ ტექნოლოგიურ ნახტომს მეორე, ნაკლებად შესამჩნევი მხარეც აქვს - მზარდი ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები.
ივლისი 14, 2026
01:00 PM
შიდა მობილობა CIU-ში
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 3 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
ივლისი 14, 2026
01:00 PM
მომავალი მედიკოსებისთვის კარდიოქირურგიული ვორქშოპი „CardioCore“ ჩატარდა
12 ივლისს, ორგანიზაცია MCO-ის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური ვორქშოპი - „CardioCore: კარდიოლოგიური ანატომია და ქირურგიული უნარები“, რომელშიც მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 85-მდე უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.