ონლაინ სემინარი საქართველოს ბიბლიოთეკარების დღესთან დაკავშირებით
30 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, საქართველოს ბიბლიოთეკარების დღესთან დაკავშირებით, გამართა ონლაინ სემინარი, ქვეყანაში მოქმედ სხვა ბიბლიოთეკებთან ერთად, თემაზე - კორონავირუსული ინფექციის გავლენა საბიბლიოთეკო საქმიანობაზე და ახალ გამოწვევბთან გამკლავება.
სემინარი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ბლოკში მონაწილეები წარდგნენ 5-10 წუთიან მოკლე მოხსენებებით საკუთარ გამოცდილებაზე, მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმო.
ღონისძიების მიზანი იყო ბიბლიოთეკებს შორის არსებული კონტაქტების განმტკიცება-გაღრმავება; ახალი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება; შექნილ საგანგებო ვითარებაში ურთიერთმხარდაჭერა.
შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე. მან დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გაუზიარა ბიბლიოთეკის გამოცდილება და ინფორმაცია ელექტრონული რესურსების გამოყენების შესახებ, გააცნო ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ბიბლიოთეკის თანამშრომლები პანდემიის პერიოდში და მონაწილეებს ქართული ბაზის შექმნა შესთავაზა, სადაც ელექტრონული წიგნები ავტორების ნებართვით განთავსდება. ამ საკითხით დაინტერესდნენ დანარჩენი მონაწილეებიც და გამოთქვეს მზაობა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, გაჟღერდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონულ რესურსებს, ბიბლიოთეკარები გაუზიარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.