ნინო ჭალაგანიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრად დაინიშნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრად დაინიშნა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში. საბჭო მონაწილეობს სტრატეგიული მიზნების განსაზღვრაში, ცენტრის საქმიანობის შეფასებასა და ხარისხის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას!
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 22, 2026
08:43 PM
პროფესიული პროგრამების ახალი მიღებების პრეზენტაცია
8 და 10 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ახალი პროგრამების გახსნის ღონისძიებები გაიმართა.
ოქტომბერი 21, 2026
09:17 PM
თათია ხუნტუას საჯარო დაცვა
2026 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თათია ხუნტუს საჯარო დაცვა თემაზე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში..
ოქტომბერი 20, 2026
10:08 AM
CIU-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ ეთნოფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ „ეთნოფესტივალზე საქართველოში - უფლისციხე 2026“ წარდგნენ.