მომღერალი ნათია თოდუა სტუმრად კსუ-ში
7 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მომღერალი ნათია თოდუა ესტუმრა, რომელმაც აუდიტორიას საკუთარ კარიერაზე ესაუბრა და სასარგებლო რჩევებიც გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ნათია თოდუა 2017 წელს გერმანიაში „ახალი ხმის“ (Voice) გამარჯვებული გახდა, დღესდღეობით კი „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია და საკუთარი სიმღერეთაც ანებივრებს მაყურებელს.
შეხვედრა, რომელსაც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, ნათია თოდუას მიერ შესრულებული სიმღერებით დასრულდა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.