• dateაპრილი 29, 2024
    time05:17 PM

    სოციალურ და ჰუმ. მეცნიერებათა ფაკ. კურსდამთავრებულთა შეხვედრა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    29 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის სადამფუძნებლო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა. ასევე, აუდიტორიას მიესალმნენ: საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის / მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ცოტნიაშვილი და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ჯაჭვაძე.

    შეხვედრაზე ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს კლუბის დაარსების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობის დაგეგმვის მნიშვნელობაზე, ასევე, მიმოიხილეს თავიანთი კარიერული გზა და გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი.

    შეხვედრის დასასრულს ფარული კენჭისყრით კლუბმა პრეზიდენტად სოსო გაზდელიანი აირჩია, ხოლო პრეზიდენტთან არსებული საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ: ბექა მანაგაძე, ლიკა ზამბახიძე და ლიკა ლაგვილავა.

    სხვა სიახლეები