მასტერკლასი თვითპრეზენტაციის მნიშვნელობაზე და მემორანდუმი კომპანია Match UP Consulting-თან
5 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას", რომელსაც უძღვებოდა ნატა კოტარია - Match UP Consulting-ის დამფუძნებელი, დირექტორი, HR და კარიერული კონსულტანტი.
„დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას თვითპრეზენტაციის მნიშვნელობაზე გასაუბრებისას და საკუთარი თავის, როგორც ბრენდის წარმოჩენაზე. გასაუბრების დროს მთავარია ზომიერება, როგორც თავდაჯერებულობაში, ისე საკუთარი თავის წარმოჩენაში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა „ტკივილები“ ან დისკომფორტი უბიძგებს დამსაქმებელს ვაკანსიის განსათავსებლად. ჩვენი მიზანია, რომ შევძლოთ მათთვის ემოციის დატოვება, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შესაფერისია მათი დისკომფორტის აღმოსაფხვრელად.
მასტერკლასზე ჩავატარეთ სიმულაციური გასაუბრება სტუდენტების ჩართულობით, რაც ემსახურებოდა გასაუბრების ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე იმის გარკვევას, თუ რისი მოსმენა სურს დამსაქმებელს, იმისთვის, რომ დარწმუნდეს პოზიციისა და ჩვენი როგორც კანდიდატის შესაბამისობაში,” - აღნიშნა ნატა კოტარიამ.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია “Match UP Consulting-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი CIU-ს ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ და კომპანია “Match UP Consulting-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა კოტარიამ მოაწერეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ CIU-ს ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მასტერკლასი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
სხვა სიახლეები
მარტი 05, 2026
10:00 AM
კონფერენციის პროგრამა/თეზისები
12-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მესამე...
მარტი 04, 2026
01:00 PM
მარიამ მარღიას დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 20 მარტს, 13:00–ზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მარღიას დისერტაციის „ახალგაზრდობის თემატიკა თანამედროვე ქართულ რეგიონულ ბეჭდურსა და სამაუწყებლო მედიაში (2020-2024 წლები)“ საჯარო დაცვა.
მარტი 04, 2026
09:00 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გრაცი, ავსტრია)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.




