საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია
გაცნობებთ, რომ ცხადდება საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 10 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
· კანდიდატის აკადემიური მოსწრების სრული ამონაწერი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით (სასწავლო ბარათი);
· სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
· დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.
თემის ველში გთხოვთ მიუთითეთ: “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.“
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი –სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება, მეორე ეტაპი – კანდიდატების მონაცემთა განხილვის პროცედურა ერთობლივ სხდომაზე და გადაწყვეტილების მიღება, მესამე ეტაპი – სახელობითი სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა “მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.