ლაშა ბრეგვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
17 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა ბრეგვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „„კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი როგორც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევა (საქართველოს მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი ისტორიის დოტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი და ფსიქოლოგიური მეცნიერების დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გუგული მაღრაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა ბრეგვაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ივნისი 04, 2026
01:00 PM
მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა
2026 წლის 22 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა თემაზე: ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
ივნისი 03, 2026
02:00 PM
ჯემალ სოლოღაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
1 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა ავტორის ახალი ლექსების კრებულის - „ბობოქრობს ფიქრი“ - პრეზენტაციას უმასპინძლა. კრებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის მხარდაჭერით გამოიცა.
ივნისი 01, 2026
04:00 PM
პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.




















