კსუ-ს საკალათბურთო გუნდმა „არენა ორბი“ დაამარცხა
21 მარტს, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ლიგაში, კსუ-ს გუნდმა „არენა ორბი“ ანგარიშით 87:66 დაამარცხა. შეხვედრაში კსუ-ს მხრიდან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა ანდრე უოლკერმა დააფიქსირა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 20 ქულა მიითვალა. ამ გამარჯვებით, ბოიან სალატიჩის გაწვრთნილი გუნდი გათამაშებას 9 ტურის შემდეგ, 17 ქულით ლიდერობს და პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოპოვებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს საკალათბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონატის „ა“ ლიგაში „სუპერლიგის“ საგზურისთვის იბრძვის, რომელსაც 6 გუნდიდან რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი-ოფის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული დაეუფლება, მე-2 ადგილზე გასული გუნდი კი „სუპერლიგის“ საგზურისთვის დამატებით შეხვედრებს გამართავს.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.











