კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Real Madrid Foundation Basketball Camp-ს უმასპინძლა
10-14 სექტემბერს, თბილისში, რეგიონში პირველად, Real Madrid Foundation Basketball Camp გაიმართა. ხუთდღიან კემპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალ, თანამედროვე სპორტულ კომპლექსში უმასპინძლა.
კემპში მონაწილეობა 80-მა ახალგაზრდა კალათბურთელმა მიიღო, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად იყვნენ დაკომპლექტებული. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა Real Madrid Foundation-ის პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშეს და ფონდის სპეციალურად შემუშავებული სპორტულ-საგანმანათლებლო პროგრამით ისარგებლეს. კემპის ფარგლებში ბავშვებს გადაეცათ სპორტული ეკიპირება და სიმბოლური საჩუქრები.
ახალგაზრდა კალათბურთელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პროფესიონალი მწვრთნელებისგან პრაქტიკული გამოცდილება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, გაცნობოდნენ კალათბურთის ტექნიკურ და სპორტულ განვითარებასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას და გაეუმჯობესებინათ საკუთარი შესაძლებლობები.
ღონისძიების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პროექტის ორგანიზატორმა - VB Sports Management-ის წარმომადგენელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და CIU-ის საკალათბურთო აკადემიის დირექტორმა ბექა წივწივაძემ; საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ხავიერ ბელმონტ როლდანმა (Xavier Bellmont Roldán); საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა და სუპერლიგის პრეზიდენტმა კობა კობიაშვილმა, ასევე Real Madrid Foundation-ის მწვრთნელებმა - დევიდ გონსალესმა (David González) და მონიკა ფლომ (Mónica Flo).
პროექტის ორგანიზატორი იყო VB Sports Management, მთავარი მხარდამჭერი - თბილისის მერია, ხოლო პარტნიორები Sports Orient, hubs.ge, მინერალური წყალი „ბაკურიანი“, Moxy Tbilisi, ბენე ექსკლუზივი (Bene Exclusive) და Gulf იყვნენ.
დახურვის ცერემონიის ფარგლებში 80-ვე მონაწილეს ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცა.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 18, 2026
02:00 PM
დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
სექტემბერი 16, 2026
01:10 PM
პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სამეცნიერო მივლინება მურსიის უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედია პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, ესპანეთში, მურსიის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევით მივლინებას (STSM) ახორციელებს ევროპული პროგრამის COST-ის ფარგლებში (Action CA22165 „DepolarisingEU").
სექტემბერი 16, 2026
01:00 PM
სტომატოლოგიის მიმართულების პროფესორები საერთაშორისო კონგრესზე პრაღაში
4-7 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა მსოფლიოს დენტალური ფედერაციის (FDI) მიერ ორგანიზებული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დენტალურ კონგრესი - FDI World Dental Congress, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა წიტაიშვილმა და ასისტენტ-პროფესორმა ლანა გედენიძემ საკუთარი მოხსენება - „ფსიქოსოციალური სტრესი და პირის ღრუს ჯანმრთელობა ინსტიტუციონალიზებულ ქართველ ბავშვებში“ - წარუდგინეს საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ საზოგადოებას.
















