• dateსექტემბერი 16, 2025
    time08:00 PM

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

    შენიშვნა: დამატებით მიღებაზე არ დაიშვება კანდიდატი, ვინც ძირითად მიღებაზე ვერ გადალახა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

    • სამართლის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 19 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 24 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 17 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 19 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12 ადგილი;
      სწავლების წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    საბუთების მიღება განხორციელდება 2025 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73) ან ელექტრონულად.

    სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 25 სექტემბერს.

    ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 26 და 29 სექტემბერი.

    უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
    • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
    • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
    • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში არსებობის შემთხვევაში.

    ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:

    • სამართლის ფაკულტეტი: registration.law@ciu.edu.ge
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი: registration.business@ciu.edu.ge
    • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: registration.social@ciu.edu.ge
    • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი: registration.agro@ciu.edu.ge

    შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.

    მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს წარჩინებით (კსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში 3.5 ან მეტი GPA), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ისარგებლებს 50%-იანი შიდა გრანტით, ორი სასწავლო წლის მანძილზე.

    გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

    სხვა სიახლეები