ტრენინგი - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“.
შეხვედრას სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და კვლევით საქმიანობაში ჩართული პირები ესწრებოდნენ. ტრენინგს უძღვებოდა მაია მეტრეველი - EBSCO-ს წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია Innovative Educational Connections-ის პროექტების მენეჯერი და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სპეციალისტი.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს EBSCO-ს ელექტრონული რესურსების შესახებ, მათ შორის - ბაზებში არსებული სამეცნიერო მასალების სტრუქტურისა და ფუნქციონალის, განახლებული შესაძლებლობებისა და 2025-2026 წლის სიახლეების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებს, საძიებო სისტემების ოპტიმალურად გამოყენების ტექნიკებს, ასევე გაეცნობიან სამეცნიერო მასალების შერჩევისა და ციტირების ძირითად პრინციპებს.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა პრაქტიკულად ეცადათ სხვადასხვა საძიებო სტრატეგიის გამოყენება და მიეღოთ რეკომენდაციები კონკრეტული კვლევითი საჭიროებების შესაბამისად. ასევე განიხილეს სამეცნიერო მასალების შერჩევისა და ციტირების ძირითადი პრინციპები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის პროცესში.
ტრენინგის დასასრულს, ადმინისტრაციამ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა. ხაზი გაესვა მათ მნიშვნელობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში, დასაფასებელია მათი დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმი, რომელსაც ყოველდღიურად ავლენენ ჩვენის საზოგადოების განვითარების საქმეში.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 23, 2026
04:29 PM
ქეთევან ნანობაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრად დაინიშნა
🔸 უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას აღნიშნულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
ოქტომბერი 23, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს 2026 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს









