ჩოხატაურში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩოხატაურში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და უმაღლესი განათლების იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც მათ ქართული საგანმანათლებლო სივრცე სთავაზობს.
ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). ღონისძიებაზე უნივერსიტეტს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში მან მომავალ სტუდენტებს დეტალურად გააცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოტენციალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები და ის უპირატესობები, რაც CIU-ს გამორჩეულს ხდის.
დავით გვეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინოვაციურ ონლაინ პლატფორმა „დომენიკოს“ (domenico.ge), რომელიც ახალგაზრდებს პროფესიულ ორიენტაციაში ეხმარება. მან მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ იძლევა აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა სფეროს სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას. „დომენიკოს“ საშუალებით, აბიტურიენტებს შეუძლიათ გაიარონ პერსონალური კონსულტაციები და პირადად შეხვდნენ ამა თუ იმ დარგის გამორჩეულ წარმომადგენლებს, რაც მათ გააზრებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევდა, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსების მექანიზმებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
მაისი 18, 2026
03:00 PM
რექტორის მრჩეველ გიორგი ფარეშიშვილის ვიზიტი სტამბოლში
12 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ქალაქ სტამბოლში მან საქმიანი შეხვედრა გამართა „მემორიალის“ კლინიკების ქსელის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერთან, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელ ქეთევან მალაყმაძესთან და ბიზნესის განვითარების სუპერვაიზორ სოფიო ბედინაძესთან.
მაისი 18, 2026
02:00 PM
CIU აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს, რომელსაც 18-19 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.




