გიორგი ფარეშიშვილის ვიზიტი ვარშავაში
6-7 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტმა უმასპინძლა რელიგიის პოლიტიკური მეცნიერების მე-5 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ უზენაესი გარანტი? კითხვა ღმერთთან და პოლიტიკის არსებობა“, რომელიც პაპ იოანე პავლე II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მოხსენებით წარდგა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი - გიორგი ფარეშიშვილი.
მის გამოსვლას ესწრებოდა პაპ იოანე პავლე II-ის ბიოგრაფი, ცნობილი ამერიკელი ნეოკონსერვატორი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, პროფესორი ჯორჯ ვეიგელი (Professor George Weigel), რომელმაც მაღალი შეფასება მისცა გიორგი ფარეშიშვილის მოხსენებას და გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: Collegium Interethnicum (Poland), Ave Maria School of Law (Naples, Florida, USA) და Cardinal Stefan Wyszyński University in Warsaw.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: University of Warsaw, University of Opole, University of Zielona Góra, International Catholic Jurist Forum და Catholic Association "Civitas Christiana" (Poland).
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან. ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 02, 2025
12:45 PM
ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.
დეკემბერი 01, 2025
12:45 PM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. 9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
ნოემბერი 26, 2025
11:30 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.



