გაცვლითი პროგრამა ჯოანნეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია)
კავკასიის საერთაშორისო უნივერიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჯოანნეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გრაცი, ავსტრია - Graz, Austria).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლით CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო, მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
- სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი);
- საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 2 (ორი);
- დაფინანსება - სრული (მგზავრობა, დაზღვევა, ცხოვრება) (4 100 EUR + 360 EUR).
მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 29 მარტის ჩათვლით ელ. ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• აკადემიური მოსწრება;
• ენობრივი კომპეტენცია;
• მოტივაცია.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge (+995 32) 2 022115 (შიდა 109).
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.