• dateოქტომბერი 20, 2025
    time01:30 PM

    უფასო იურიდიული კონსულტაცია

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, რომელიც გულისხმობს სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე

    კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისე დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში, ტელეფონით).

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში კონსულტაციის მისაღებად რაიმე სახის დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა, თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია წარმოადგინოთ საბუთები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სამართლებრივ პრობლემასთან.

    იურიდიული კლინიკის მუშაობაში ჩართულები არიან სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები და ლექტორები

    კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ დღეებში

    სამშაბათი - 16:00-22:00 სთ.

    ოთხშაბათი - 16:00-22:00 სთ.

    ხუთშაბათი - 16:00-20:00 სთ.

    შაბათი - 10:00-20:00 სთ.

    კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან მოგვმართოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მერვე სართულზე, ოთახი 81. 

    მისამართი: . თბილისი, ჩარგლის 73

    ტელეფონი: +995 32 2022115 (შიდა ნორმერი 431) 

    ელ.ფოსტა: Legal.clinic@ciu.edu.ge

    სხვა სიახლეები