FCE სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კემბრიჯის FCE (The First Certificate in English) სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს სტუდენტების მესამე ნაკადი გადის. კურსის ღირებულებას თავად უნივერსიტეტი ფარავს და სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა.
FCE ინგლისურ ენაში კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდაა, რომლის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით მრავალ უნივერსიტეტში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროშია აღიარებული.
გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტებს ხუთივე აუცილებელ საგამოცდო ნაწილში - კითხვა, წერა, საუბარი, მოსმენა და ლაპარაკი - ამზადებს, ასევე საგამოცდოდ საჭირო ტექნიკასა და სტრატეგიას აცნობს.
FCE სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტი საწყის ეტაპზე Upper Intermediate დონეს აკმაყოფილებდეს.
კურსის ორგანიზატორები კსუ-ს კარიერის განვითარებისა და ენების ცენტრები არიან.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.