• dateაპრილი 07, 2022
    time06:09 PM

    გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (კვანჯუ, სამხრეთ კორეა)

    2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:

    • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა,
    • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა,
    • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა,
    • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა,
    • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.

    საკონკურსო ადგილი: 5

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2022 წელი.

    განაცხადების მიღება: სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ. ფოსტის მისამართზე: ird@ciu.edu.ge .

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ შეთავაზეული საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმუზლე: international.jnu.ac.kr

    ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფომრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

    international.jnu.ac.kr

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, (+995 32) 2 022115 (შიდა 109).

     

    სხვა სიახლეები