გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (გვანჯუ, სამხრეთ კორეა)
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
საკონკურსო ადგილი: 4
განაცხადების მიღება: სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge .
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- მონაწილეები ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან კსუ-ში ჩვეულ რეჟიმში.
- ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.
- წარმატებული კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტმა შემოიღო დაფინანსების შემდეგ სქემა:
|
|
წინაპირობა |
წახალისება |
|
1 |
კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
|
2 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
|
3 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
|
4 |
კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://international.jnu.ac.kr/Inbound/Incoming/FactSheet
ინგლისურენოვანი საგნების კატალოგი იხილეთ ბმულზე: https://international.jnu.ac.kr/Program/CouseInEnglish.aspx
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.