ერაზმუს+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა ლიტვაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ერაზმუს+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულაის სახელმწიფო კოლეჯში (შიაულაი, ლიტვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
დაფინანსება - სრული
მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 16 ნოემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე irs@ciu.edu.ge უნდა გამოაგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
სოციალური აქტივობები;
საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბოლო სემესტრის აკადემიური მიღწევები.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
სხვა სიახლეები
ივნისი 08, 2026
03:00 PM
გაცვლითი პროგრამა უსქუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსქუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი).
აპრილი 16, 2026
12:30 PM
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.
აპრილი 16, 2026
12:00 PM
გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.