კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus+ გაცვლით პროგრამას გდანსკის უნივერსიტეტში (გდანსკი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
ხანგრძლივობა: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (რუსული ენისა და თარგმანის დეპარტამენტი), 5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის.
საკონკურსო ადგილი: 3.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 22 იანვარი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება იწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი;
- სალექციო თემატიკა.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- ენობრივი კომპეტენცია - ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონე;
- მობილობის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგები;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.