Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნოვი სონჩის ბიზნესის სკოლაში - ლუის ეროვნული უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ნოვი სონჩის ბიზნესის სკოლაში - ლუის ეროვნული უნივერსიტეტი (ნოვი სონჩი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
►სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
►საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
►დაფინანსება - სრული (მგზავრობა, დაზღვევა, ცხოვრება) (4 000 EUR + 275 EUR)
მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 23 ნოემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
- სოციალური აქტივობები;
- საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
- ბოლო სემესტრის აკადემიური მიღწევები.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 32 261 12 98 (შიდა 109).
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.