• dateივნისი 29, 2026
    time12:00 PM

    „დოქტორ ვაილდი - პირის ღრუს მოვლის ინოვაცია“ - საინფორმაციო შეხვედრა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    26 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „დოქტორ ვაილდი - პირის ღრუს მოვლის ინოვაცია“. შეხვედრა CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა და სტომატოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელმა, ლელა წიტაიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრების მნიშვნელობას მომავალი სტომატოლოგების პროფესიული განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ თანამედროვე ბაზარზე არსებული ინოვაციების გაცნობა სტუდენტებს პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.

    ლექციის მთავარმა სპიკერმა, ექიმმა სტომატოლოგმა და ბრენდ „დოქტორ ვაილდის“ წარმომადგენელმა, მარი ალხანაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას პირის ღრუს მოვლის თანამედროვე მიდგომები და უახლესი ტენდენციები გააცნო. ლექციის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობა ზოგადი ორგანიზმისთვის, კარიესისა და პაროდონტის დაავადებების პრევენციის ეფექტური გზები, თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების სწორი გამოყენება და რეგულარული სტომატოლოგიური კონტროლის აუცილებლობა, ასევე „დოქტორ ვაილდის“ პროდუქციის როლი და ეფექტურობა ყოველდღიურ ჰიგიენაში.

    შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ ინოვაციურ საშუალებებს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა სპეციალური გათამაშება, რომელშიც გამარჯვებული სტუდენტები „დოქტორ ვაილდის“ პროდუქციით დასაჩუქრდნენ. ცნობისთვის, Dr. Wild & Co. წარმოადგენს წამყვან შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სპეციალურად შემუშავებულ, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პირის ღრუს მოვლის საშუალებებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 40 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

    სხვა სიახლეები