• dateივლისი 31, 2025
    time05:30 PM

    ზურაბ ზერეკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    30 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ზურაბ ზერეკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „რუსული სამყარო“ და მისი როლი რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში“. 

    ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი ლევან ნიკოლეიშვილი.

     ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტები არიან ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოსო ვახტანგიშვილი და ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. 

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზერეკიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

    სხვა სიახლეები