• dateოქტომბერი 15, 2026
    time03:21 PM

    CIU-ში UNI4VERSE-ის საუნივერსიტეტო ტურის გამარჯვებული გამოვლინდა

    banner

    12 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE-ის შიდა ტური გაიმართა.

    შიდა შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს სამი გუნდი დაუპირისპირდა: SellFlow; RunWay; NetShield. მონაწილეებმა ჟიურის წინაშე მაღალი ხარისხის, ინოვაციური ფინტექ პროექტები წარადგინეს და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს.

    დაძაბული კონკურენციის შედეგად, საბოლოო გამარჯვება და ფინალური ტურის საგზური მოიპოვა გუნდმა SellFlow-მ, რომელიც ასპარეზობას ეროვნულ კონკურსზე გააგრძელებს.

    გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ლუკა ტუხაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა; გიორგი ტუხაშვილი - სამართალის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

    სხვა სიახლეები