• dateაპრილი 07, 2026
    time11:30 AM

    CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი გამოფენაში - „აირჩიე საფრანგეთი“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    2 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების გამოფენაში „აირჩიე საფრანგეთი“, რომელიც Campus France Georgia-სა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

    ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ქართული უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები. გარდა ამისა, უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს თავიანთი საგანმანათლებლო მიმართულებები და საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები.

    უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი საერთაშორისო აქტივობები უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და სტუდენტებისთვის გლობალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.
     

    სხვა სიახლეები