• dateთებერვალი 27, 2026
    time08:00 AM

    CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა მოსწავლეებს უმასპინძლა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა, არაფორმალური განათლების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ბილინგვური განათლების პროგრამისა და სასკოლო საგან „ჩვენი საქართველოს“ მიზნებიდან გამომდინარე. 

    ბილინგვური განათლების პროგრამა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც უჭერს მხარს, მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებასა და მის პოპულარიზაციას. ამასთანავე, პროექტი ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს, უკეთ შეიმეცნონ თანამოქალაქეების ცხოვრების წესი, კულტურა და ტრადიციები. 

    უნივერსიტეტში სტუმრობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ ქართული ეთნოგრაფიისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ექსპონატებსა და მევენახეობა-მეღვინეობის კულტურასთან დაკავშირებულ ნივთებს. მათ ასევე დაათვალიერეს ტრადიციული ქართული თონე, მესხური ოდის მაკეტი და სხვა საინტერესო ისტორიული ნიმუშები.

    ექსპონატების უშუალო დათვალიერება მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიგონ ის მასალა, რომელსაც საგან „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში თეორიულად სწავლობენ.

    აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის პრაქტიკულ რეალიზაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ეფექტიან განხორციელებას.
     

    სხვა სიახლეები