• dateთებერვალი 27, 2026
    time01:00 PM

    CIU-მ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მაქსუტ ნარიკბაიევის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღო

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მაქსუტ ნარიკბაიევის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) სტუდენტები - საბინა ნურუმბაევა და ალიჟან გაბდუალი ეწვივნენ. ისინი ერთი სემესტრის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლიან.

    სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელს. შეხვედრისას მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესის, აკადემიური რეგულაციებისა და უნივერსიტეტის სერვისების შესახებ. ასევე, განიხილეს სემესტრის განმავლობაში დაგეგმილი აკადემიური და კულტურული აქტივობები.

    უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი სემესტრი უსურვეს. თავის მხრივ, სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო გამოცდილების მიღება და ახალი საგანმანათლებლო გარემოს გაცნობა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს პარტნიორობის გაღრმავებასა და სტუდენტთა აკადემიურ მობილობას, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მრავალფეროვანი და ინტერნაციონალური გარემოს შექმნას.

    სხვა სიახლეები