• dateივლისი 15, 2022
    time05:34 PM

    CIU-ს მენეჯერებისთვის, კორპორატიული კულტურის გაზიარების მიზნით, ჯგუფის შეკვრის ტრენინგი გაიმართა

    banner

    14 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, ოკამის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, CIU-ს საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებისთვის, სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, კორპორატიული კულტურის გაზიარების მიზნით, ჯგუფის შეკვრის ტრენინგი გაიმართა.

    შეხვედრას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ტრენერები, ორგანიზაციების: “სიქა“, “EMT“ და “CISV-GEORIA“ ,დამფუძნებელი და დირექტორი, პავლე თვალიაშვილი და საერთაშორისო ტრენერი, მარიამ თვალიაშვილი უძღვებოდნენ.

    ტრენინგი გუნდის შეკვრის აქტივობებსა და საერთო ინტერესების/ღირებულებების განსაზღვრას ემსახურებოდა.

    მონაწილეებმა საერთო, გუნდური დავალებები შეასრულეს, რომლის წარმატება და წარუმატებლობა საბოლოო ჯამში, თითოეული ინდივიდის, როგორც ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის პასუხისმგებლობა იყო.

    აღნიშნული ტრენინგი CIU-ს პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

    სხვა სიახლეები