• dateთებერვალი 12, 2026
    time01:00 PM

    CIU-ს კარიერის სკოლა

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური CIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და რეალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებულ პროექტს - „კარიერის სკოლა“.

    რა დაგხვდება აქ?

    • პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან;
    • შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობა;
    • ინფორმაციის მიღება აქტიურ ვაკანსიებსა და სტაჟირებებზე;
    • რეალურ სამუშაო პროცესზე დაფუძნებული აქტივობები;
    • პრაქტიკული სიმულაციები.

    სესიების ფინალურ ეტაპზე პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საუკეთესო გუნდებს - გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური საჩუქრები.

    სკოლის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

    თარიღი: 30 მარტი-3 აპრილი.

    პროექტში მონაწილეობისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/dBGHP

    რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მარტის ჩათვლით.

     

    სხვა სიახლეები