• dateთებერვალი 13, 2026
    time02:00 PM

    ნანა ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    13 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნანა ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „დანაშაულის გაშუქების თავისებურებები თანამედროვე სატელევიზიო მედიაში (საქართველოს, ნორვეგიის და იტალიის შედარებითი ანალიზი) 2013-2023 წლები“.

    სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

    ოფიციალური რეცენზენტები: ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ლაურა კუტუბიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანა ვასაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 

    სხვა სიახლეები