• dateივლისი 10, 2026
    time11:00 AM

    უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე კსუ-ს მეტოქეები გაირკვა

    banner

    CIU-ს ფუტსალის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის ემზადება!

    უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის წილისყრის შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი C ჯგუფში იასპარეზებს. წილისყრა 8 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

    C ჯგუფი:

    "კსუ" (საქართველო)

    „ბუბა მარა“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

    „უტლეირა“ (ნორვეგია)

    „ლინქსი“ (გიბრალტარი)

    უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 32 კლუბი რვა ოთხგუნდიან ჯგუფშია განაწილებული, თითოეული ჯგუფიდან კი ტურნირის მთავარ ეტაპზე ერთი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. 

    CIU-ს ფუტსალის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 25-30 აგვისტოს გამართავს, რომელსაც ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს.

    შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ იასპარეზებს.

    სხვა სიახლეები