• dateთებერვალი 06, 2017
    time08:00 AM

    კსუ საკუთარ სტუდენტებს მორიგ სიახლეს სთავაზობს

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს მორიგ სიახლეს სთავაზობს.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „ვითიბი ბანკმა“ სტუდენტური განვადების ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს.

    განვადების პირობები:

    თანხა: 300-დან 2200 ლარამდე

    განვადების ვადა: 3-დან 10 თვემდე

    პროცენტი: 0%

    გაცემის საკომისიო: 10% (რომელიც თვეების რაოდენობაზე ნაწილდება)

    მინიმალური მოთხოვნები კლიენტისადმი:

    • საქართველოს მოქალაქეობა;
    • მინიმალური ასაკი – 20 წლიდან;
    • მაქსიმალური ასაკი – 65 წლამდე (კრედიტის დაფარვის ბოლოსთვის);
    • კლიენტის მინიმალური შემოსავალი – 150 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    • მსესხებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;
    • სტუდენტის პირადობის მოწმობა;
    • სტუდენტის დაბადების მოწმობა (თუ მსესხებელი მშობელია);
    • ცნობა/ინვოისი სასწავლებლიდან, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: სტუდენტის სახელი, გვარი, სტუდენტის პირადი ნომერი, ფაკულტეტი, კურსი, სასწავლო პერიოდი, რომლისთვისაც მოითხოვება გადასახადი, ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, ინფორმაცია აკადემიური და სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ.

    შენიშვნა: 1. განვადების გაკეთება სწავლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი;

                     2. არ დაიშვება ბინადრობის მოწმობა და მართვის მოწმობა;

                     3. მსესხებელი  შეიძლება იყოს სტუდენტის მშობელი ან სტუდენტი, იმ შემთხვევაში თუ მას  გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

    განვადების გასაკეთებლად მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს, 708-ე ოთახში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ!

    სხვა სიახლეები